|
2019-12-05 12:42:52, 1324 ნახვა
კომენტარი
წილოსანი: მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერთან ცხარე კამათს შევესწარი
„მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერთან ცხარე კამათს შევესწარი“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეპუტატებს ეთანხმება იმ ნაწილში, რომ შესაძლებელია ამ იდეის განხორციელება დაიწყოს და შემდეგ გავიდეს საზოგადოებაში მათი აზრის გასარკვევად. მისი თქმით, ის კანონპროექტის ინიციატორთა რიგებში ის არ არის. „ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივა ითვალისწინებს პროცესის დაწყებას. გუშინ ამ თემასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერთან ცხარე კამათს შევესწარი. თუმცა მესმის და ვეთანხმები ჩვენს დეპუტატებს იმ ნაწილში, რომ შესაძლებელია მიეცეს დასაწყისი, შემდეგ ეს იდეა გავა მოქალაქეებთან, საზოგადოებაში აზრის გასარკვევად. შესაბამისად, ჩვენც, ყველა ამ პროცესის მონაწილე ადამიანები დავრწმუნდებით, რამდენად კარგი ან ცუდი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. არ ვიცნობ ამ ინიციატივას და არ ვარ ინიციატორი, თუმცა ჩემთვისაც საინტერესო იქნება ყველა იმ დადებითი და უარყოფითი ასპექტების გაგება, რასაც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გავარკვევთ. ზოგადად, მგონია, რომ საზოგადოება საარჩევნო სისტემებზე მსჯელობით ძალიან დაიღალა, რადგან მათი პრობლემები გაცილებით სხვა არის. უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვკონცენტრირდეთ”,- განაცხადა წილოსანმა. შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. მიზანი 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. საინიციატივო ჯგუფი 10 დეპუტატისგან შედგება.
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)