|
2019-12-04 14:10:56, 2657 ნახვა
რეგიონი
სიტყვა ქცეული საქმედ - ახალი სამანქანე გზა ბერიძეებს
სასოფლო გზების მოწესრიგება, რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურით წელს პირველად ისარგებლებს წყალსაყრის თემში, სოფელ ხაბელაშვილებში მცხოვრები თამაზ ბერიძის ოჯახი. ბერიძეები 40 წელზე მეტია სასოფლო გზიდან სახლამდე ბილიკით გადაადგილდებოდნენ და ოჯახისთვის საჭირო მარაგს ხელით ეზიდებოდნენ. წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მათ მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოუგვარდა. ახალი სამანქანე გზის გაყვანითი სამუშაოები კომუნალურმა სამსახურმა უზრუნველყო. ,,მოსახლეობასთან შეხვედრების დროს შუახევის მერს ვთხოვე სოფლის ცენტრალური გზიდან სახლამდე ახალი სამანქანე გზის გაყვანა. იგი დამპირდა პრობლემის მოგვარება და როგორც ხედავთ სიტყვა აქცია საქმდ, რომელიც 40 წლის განმავლობაში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოგვიგვარა“- აღნიშნა თამაზ ბერიძემ. მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000 ლარამდე დაიხარჯა. 9 თემის 40-მდე უნაბში 7 კმ -ზე დაეგო ბეტონის საფარი, კაპიტალური ხიდი აშენდა ბარათაულში, მოეწყო საყრდენი კედლები, დამცავი ბაგირები და სანიაღვრე არხები. 12 239 078 ლარის სამუშაოები განახორციელა აჭარის საგზაო დეპარტამენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)