|
2019-12-04 13:53:54, 1671 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - ზეწოლის შესახებ განცხადების შემდეგ, ზურაბ ბუდაღაშვილი სამარტოო საკანში გადაიყვანეს
20 ივნისს, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის ინფრომაციით, ციხეში ზეწოლის შესახებ განცხადების შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაურკვეველი მიზეზით სამარტოო საკანში გადაიყვანეს. „ბუდაღაშვილთან დაკავშირებით რეაგირება არ მომხდარა, გამოძიება არ დაწყებულა, პროკურატურის ან რომელიმე სხვა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელიც არ შესულა ბატონ ზურაბ ბუდაღავილთან. მეტიც, მოგახსენებთ, რომ იმავე დღეს გადაიყვანეს, გაურკვეველი მიზეზით და მოტივით სხვა საკანში სადაც მარტო იმყოფება, სამარტოო საკანში. გარდა ამისა ამ საკანს ემიჯნება გენერატორი, რომელიც 24 საათის განმავლობაში არის ჩართული და მუდმივად ყურში ესმის, დილით, ღამით, ნებისმიერ დროს. ჩემი აზრით, არასათანადო პირობები არის და შესაძლოა წამების რაღაცა გარკვეული მეთოდი იყოს“,- განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე გამართულ ბოლო სხდომაზე ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ მასზე უცნობი პირების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. როგორც ბუდაღაშვილმა განმარტა, მას სთოხვდნენ, რომ ოპოზიციის ლიდერების - ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენებები მიეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)