|
2019-12-04 11:13:18, 1866 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილს უყიდეს ბილეთი და თვითონ გაფრინდნენ იმ ბილეთით მოსკოვში
„ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენ, პრორუსულ ძალებთან ერთად მივაღწევთ მიზანს. ისინი სხედან ერთად. ბიძინა ივანიშვილს უყიდეს ბილეთი და თვითონ გაფრინდნენ იმ ბილეთით. დადგეს იაფფასიანი პერფომანსები და აღმოჩნდა, რომ თვითონ ატარებენ ამ შეხვედრებს მოსკოვში", - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას. მდინარაძის თქმით, ნინო ბურჯანაძე ამ შემთხვევაში მორალურად გაცილებით წინ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფრთასთან. „ესენი პროდასავლურობას იჩემებენ და პრაქტიკულად აგენტების როლში გამოდიან, იმიტომ, რომ რუსეთის საქმეს აკეთებენ რეალურად. ნინო ბურჯანაძე კი ამბობს ღიად, რომ პარტნიორობს იმ ხალხთან, რა თქმა უნდა, ეს უკიდურესად ცუდია ჩემთვის, მაგრამ ისინი რუსეთის საქმეს აკეთებენ ჩუმად და ეს უკვე ცუდი არაა, ეს ამაზრზენია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას რეზოლუცია, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ", ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, აგვისტოს ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა. „ყველა ახალგაზრდას, რომელიც „ქართულ ოცნებას" უპროტესტებს ხოლმე ოკუპაციას, ყველას ვეუბნები ხოლმე და დღესაც მივმართავ ეთერიდან, წაიკითხონ რეზოლუცია, რომელსაც ომიდან რამოდენიმე თვის თავზე მხარი დაუჭირეს და ხმა მისცეს" ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. თავის დათმობილ ტერიტორიებზე, ჩვენთან მოდიან და ჩვენ გვიპროტესტებენ ოკუპააციას. მათ ორი თვის თავზე ხმა მისცეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ 7 აგვისტოს, ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებამ ესკალაცია გადაიყვანა საომარი მოქმედების დაწყების ახალ ფაზაში. იქ ასევე წერია კიდევ უფრო საშინელი რამ, რომ რუსეთის რეაქცია იყო საპასუხო და ამას მხარი დაუჭირეს. ეს არის აგენტობა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)