|
2019-12-03 12:14:20, 2233 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე „გაბედეს“ აქტივისტებზე: თუ აგრესიას გამოხატავენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ აგრესიით არ უპასუხებენ
„თუ აგრესიას გამოხატავენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ აგრესიით არ უპასუხებენ“, - ასე ეხმაურება "tv პირველთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთაში მომხდარ დაპირისპირებას მოძრაობა „გაბედეს“ და „ოცნების“ აქტივისტებს შორის. მისი თქმით, სამოქალაქო აქტივისტები ყველაფერს აკეთებენ აგრესიის გამოსაწვევად და შემდეგ თავს დაჩაგრულად წარმოაჩენენ. „სამწუხაროა, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი, მაგრამ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოხდეს შეხლა-შემოხლა. ისინი არ უწევენ ანგარიშს არც ასაკს, არც ღირსებას და პატივისცემას, არც მოქალაქეობას. მალულად მიდიან და აგინებენ ადამიანებს. შემდეგ ღებულობენ აგრესიაში მონაწილეობას და ბოლოს, დაჩაგრულად წარმოაჩენენ თავს, თითქოს ისინი მშვიდობიანად მოვიდნენ, არავის არაფერს არ ეუბნებოდნენ, მხოლოდ გამარჯობის სათქმელად ჩამოვიდნენ და პასუხად მიიღეს აგრესია. თუ მოვლენ მშვიდობიანად, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად დახვდებიან, მაგრამ თუ აგრესიას გამოხატავენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ აგრესიით არ უპასუხებენ“, - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, მცხეთაში, უმრავლესობის დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მოძრაობა „გაბედეს“ და „ოცნების“ აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც „გაბედეს“ ორი წევრი საავადმყოფოში ქალა-ტვინის შერყევით გადაიყვანეს. ამის გამო, „ქართული ოცნების“ ოფისთან „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოგვიანებით, იქ „ოცნების“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)