|
2019-11-29 15:57:00, 3094 ნახვა
კომენტარი
გოგაძე აქციის ორგანიზატორებზე - ეს ის ხალხია, რომელიც მსუბუქი დანაშაულისთვის დაკავებულ არასრულწლოვანთა ოჯახებს ყველაფრის გაყიდვას აიძულებდა
„ეს ის ხალხია, რომელიც მსუბუქი დანაშაულისთვის დაკავებულ არასრულწლოვანთა ოჯახებს ყველაფრის გაყიდვას აიძულებდა“, - ასე გამოეხმაურა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ საპროტესტო აქციას გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, რომელსაც ადგილზე შეძახილებით დახვდნენ. აქციის მიმდინარეობისას გოგაძე ბიბლიოთეკაში გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდა, „უამრავი ქართული ხალხური გამონათქვამი არსებობს, ვისგან შეიძლება გეწყინოს რაიმე. თუმცა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობით არიან უსინდისოები. თუნდაც, ძალიან სიმბოლურია დღევანდელი დღე, რომელიც არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების თემას ეხებოდა. ეს ის ხალხია, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში, ძალიან მსუბუქი დანაშაულისათვის დაკავებული არასრულწლოვნების ოჯახებს აიძულებდნენ, გაეყიდათ ყველაფერი, თუკი რაიმე გააჩნდათ, რათა შემდეგ ისეთ გმირებს, რომლებსაც გმირებს უწოდებენ, რომელსაც პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ , როგორებიც არიან ბატონი კოდუა, ბატონი ქარდავა, ბატონი უდესიანები, ევლოთ ძალიან ძვირადღირებული მანქანებით“,- განაცხდა გენერალური პროკურორის მოადგილემ. გიორგი გოგაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის განხორციელების შედეგად, 2013 წლის შემდეგ, განრიდებულია 99% - 4 000 ახალგაზრდა, რეციდივის მაჩვენებელი კი მხოლოდ 9%-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)