|
2019-11-28 12:59:20, 1519 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი: მსგავსი მეთოდებით პიკეტირების მცდელობა ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში სისხლის სამართლის დანაშაულია
„როგორ წარმოგიდგენიათ, ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ან აშშ-ში, მსგავსი მეთოდებით პიკეტირების მცდელობა მოხდეს? ეს აბსოლუტურად დაუშვებელია“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის ბლოკირება ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში სისხლის სამართლის დანაშაულია. „ჩვენ ვუზრუნველყოფთ როგორც ნებისმიერი მოქალაქის, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ პარტიის წარმომადგენლების მხრიდან კონსტიტუციურ ფარგლებში გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს უნდა იყოს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. ნებისმიერ გადახვევაზე კანონიდან ან კონსტიტუციიდან იქნება რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის ჩვენი პოზიცია. მეორე - როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, ევროპის რომელიმე სახელმწიფოში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი მეთოდებით, რაც ჩვენ ვიხილეთ, პიკეტირების მცდელობა მოხდეს? ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში. ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ შევდგეთ როგორც ნორმალური ევროპული სახელმწიფო, რაც უკვე დავადასტურეთ, რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)