|
2019-11-26 16:45:35, 1787 ნახვა
კომენტარი
კალაძე - როდესაც არ არის ხალხის რაოდენობა და გზა გადაკეტილია, ეს კანონდარღვევაა
„როდესაც არ არის ხალხის რაოდენობა და გზა გადაკეტილია, ეს არის კანონის დარღვევა. რაც შეეხება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებას, ეს არის დანაშაული და მოჰყვა შესაბამისი რეაგირება“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. როგორც მან აღნიშნა, თუ მოქალაქეები კანონის ფარგლებს არ გაცდებიან, მათ აზრის გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ შეუზღუდავს. „ადამიანებს აზრის გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ შეუზღუდავს. 2012 წლის შემდეგ, ეს პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს. თუ გაცდებიან კანონის ჩარჩოებს, ამას მოყვება რეაგირება. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის ხალხის რაოდენობა და გზა გადაკეტილია, ეს არის კანონის დარღვევა, არ შეიძლება. მეორე - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება არის დანაშაული, ცდება კანონის ფარგლებს და ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება კითხვას, რამდენად საჭირო იყო აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლის მანქანის გამოყენება, კალაძემ აღნიშნა, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, ადგილზე შეკრებილები გააფრთხილეს. „ამ ადამიანებს მიმართეს სანამ მოხდებოდა მათი გაწევა. სხვათაშორის მიმართათ მერიის წარმომადგენელმაც და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმაც. მისცეს ამ ადამიანებს დრო, რომ თვითონვე გადაეტანათ ეს ნივთები. სხვათაშორის რამოდენიმე ქუჩაზე თვითონვე ადგნენ და გადაიტანეს ყველაფერი, არ შეუქმნიათ პრობლემა. ერთი კონკრეტული ქუჩა იყო, სადაც გაწიეს წინააღმდეგობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარლამენტის ბლოკირების უფლება არ მიეცემა არავის, ეს არის კანონის დარღვევა. ხოლო თავიანთი აზრის გამოხატვას ამ ადამიანებს ვერავინ შეუზღუდავს, რაც არ უნდა კრიტიკული მოსაზრებები ჰქონდეთ სხვადასხვა საკითხზე. არსებობს მშვიდობიანი ფორმა, კანონი და ამ კანონის ფარგლებში აქვთ უფლებაც და შესაძებლობაც, ვერავინ გაბედავს შეზღუდვას, მაგრამ თუკი გაცდებიან კანონის ფარგლებს, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)