09:42 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 16:17:04, 2661 ნახვა

რეგიონი
ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრმა ახალი ტექნიკა შეიძინა

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრმა ახალი ტექნიკა შეიძინა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ერთეული მაღალი გამავლობის, ტოიოტას ფირმის მანქანა აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობით.

ამით ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი სრულად განახლდა. აღნიშნული ტექნიკის ღირებულება 574 ათას ლარს შეადგენს.

ავტონამქანების ცენტრზე გადაცემის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, ქ. ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე დაესწრნენ.

"ბათუმის გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ახალი ავტომობილებით სრულყოფილ დახმარებას აღმოუჩენს მოსახლეობას. განსაკუთრებული პრობლემები ამ მხრივ შემოერთებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტეში გვქონდა, სადაც ზოგიერთ დასახლებებში ჩვეულებრივი მანქანებით მისვლა განსაკუთრებით ზამთრის უამიდობის დროს ჭირდა" - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

ამ დროისთვის ბათუმის მოსახლეობას თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი 13 ბრიგადა ემსახურება.

ბრიგადების დამატება წელიწადში 2-ჯერ, ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე, გამოძახებების რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით ხდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics