|
2015-07-21 12:04:01, 555 ნახვა
პოლიტიკა
დევიდ კრემერი: ქართველებს შეუძლიათ მილსადენის ალტერნატიული მარშრუტი ეძებონ, მაგრამ ეს ჩუმად უნდა გააკეთონ
მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი დირექტორის, ადამიანის უფლებების სფეროში, დევიდ კრემერის შეფასებით, საზღვრის ე.წ. დემარკაცია რუსეთის მიერ გადადგმული უკანასკნელი აღმაშფოთებელი ნაბიჯია. როგორც კრემერი „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში აცხადებს, რუსეთი მსგავს ნაბიჯებს გამუდმებით დგამს იმის შესამოწმებლად, თუ სადამდე შეუძლიათ მიუღებელი ზღვარის გადაწევა. „ამ შემთხვევაში მათ ბაქო-სუფსა მილსადენი საოკუპაციო ხაზის საკუთარ მხარეს მოაქციეს, რაც მათ მოქმედებას კიდევ უფრო ამძიმებს. საქართველომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს ნაბიჯი არ უნდა აღიარონ და გამუდმებით უნდა მოითხოვონ საზღვრის შეთანხმებულ ხაზზე გადატანა“, – აღნიშნა კრემერმა. მისივე თქმით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ყოფნა არაკანონიერია და ეს თემა ყველა შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა წამოიჭრას. „ამ რეგიონების ფორმალური ანექსია არ მომხდარა და ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთ საქართველოს ნაწილად მივიჩნევთ. შესაბამისად, რუსეთის იქ ყოფნა თავისთავად არაკანონიერია და ეს თემა ყოველი შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა წამოვჭრათ“, – განაცხადა მაკეინის ინსტიტუტის დირექტორმა. მას მიაჩნია, რომ საქართველოს საზღვრით მანიპულირების საკითხს გავლენა მთელს რეგიონზე აქვს. კრემერის თქმით, ამ ნაბიჯით კრემლმა ევროპას, უკრაინას, მოლდოვას დაანახა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია იმის გაკეთება რასაც მოისურვებს. ამასთან ის ყურადღებას ამახვილებს იმ მოვლენებზე, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობდა საქართველოს საზღვრის „დემარკაციის“ პარალელურად - „საერთაშორისო თანამეგობრობა საბერძნეთის ფინანსურ კრიზისზე და ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებაზე იყო კონცენტრირებული“. „ეს ჩვენთვის განგაშის ზარი უნდა იყოს და ის შეგვახსენოს, რომ ეს კონფლიქტი დასრულებასთან ახლოსაც კი არაა. რუსები მიგვანიშნებენ, რომ კონფლიქტი არც გაყინულია. ჩვენ უფრო მკაცრი პოზიცია უნდა შევიმუშაოთ და ვუთხრათ რუსებს, რომ ეს ნაბიჯები აბსოლუტურად მიუღებელია და მოვითხოვოთ საზღვრის უკან გადატანა ისე, რომ მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდეს“, – აცხადებს კრემერი. ბაქო-სუფსა მილსადენისთვის ალტერნატიული მარშრუტის მონახვაზე კი კრემერი ამბობს, რომ საქართველომ ეს გადაწყვეტილება ნაადრევად არ უნდა მიღოს და ნავთობის გადამისამართებით მცდარი გზავნილი არ უნდა გაავრცელოს. „საქართველო არ უნდა იყოს იძულებული მონახოს ალტერნატივები. ქართველებმა უნდა შეინარჩუნონ ძალიან მკაცრი პოზიცია, რომ ეს მილსადენი საქართველოს კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. რუსეთის ამ აღმაშფოთებელი ნაბიჯის გამო ქართველები არ უნდა დაზარალდნენ. ქართველებს შეუძლიათ ალტერნატივები ეძებონ, მაგრამ ეს ჩუმად უნდა გააკეთონ და ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ აკეთონ“, – აღნიშნა დევიდ კრემერმა. როგორც კრემერი აცხადებს, დროის და რესურსის მილსადენის ალტერნატიული მარშრუტის მონახვაში ხარჯვის ნაცვლად, თბილისმა მთელი ძალისხმევა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისკენ უნდა წარმართოს.
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)