12:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 15:50:16, 1907 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ოპონენტებს მოვუწოდებთ, აჟიოტაჟის შექმნის მცდელობის ნაცვლად, 2020 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ

„ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები, კონსტიტუციით დადგენილი წესით, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თალაკვაძემ ოპონენტებს მოუწოდა, აჟიოტაჟის შექმნის მცდელობის ნაცვლად, 2020 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ.

„მოქალაქეებს და ქვეყანას დღეს სჭირდება მშვიდობიანი, სტაბილური გარემო განვითარებისთვის. სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები, კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics