|
2015-07-21 10:21:28, 632 ნახვა
საზოგადოება
ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით აჭარაში კოღოებისა და დაავადებების გადამტანი სხვა მწერების განადგურება მიმდინარეობს
აჭარის ავტონომიური რესუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბონიფიკატორები უკვე მეორე კვირაა სანაპირო ზოლის საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის სპეციალისტების მიერ დამუშავებულია 170 000 კვ.მ ტერიტორია. მზიანი ამინდების შემთხვევაში სამუშაოების პირველი ეტაპი კიდევ ორ კვირას გაგრძელდება. ტერიტორიების ხელახალი დამუშავება სექტემბერში განახლდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოღოებისა და ტრანსმისიული დაავადებების სხვა გადამტანების გასანადგურებლად სპეციალური ღონისძიებები საქართველოს მთავრობის N1000 განკარგულების -,,საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე“ ფარგლებში მიმდინარეობს. მავნებელი მწერების გასანადგურებლად სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გამოეცა სადეზინსექციო სშუალება – 350 კგ სოლფაკი, რომლის ფარგლებში ორჯერადად უნდა დამუშავდეს რეგიონის ტერიტორიაზე 350 000 კვ.მ მუდმივი საცხოვრებელი სახლების ფართები. დასამუშავებელი ფართი ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 250 000 კვ.მ–ია, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში 100 000 კვ.მ. ღონისძიების განსახორციელებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის N214 ბრძანების საფუძველზე, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 11 200 ლარი.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)