|
2019-11-13 19:08:50, 2293 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ცქიტიშვილი: ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით, ჩვენივე სახელმწიფოს ვუყენებთ
საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. მთავარი თემა ის ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. საკითხის გარშემო მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი კოლეგებს მოუწოდებს, ცვლილებას მხარი დაუჭირონ, რადგან, მისი განცხადებით, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას აკისრია. „ბევრი ვისაუბრეთ, ქმნის თუ არა სტაბილურობას ესა თუ ის სისტემა. არაფერი იმაზე მეტად არ ქმნის არასტაბილურობას ქვეყანაში, როგორც მმართველი პარტიის მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობისაგან გაქცევა. სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ეს მომენტი. ხუთი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება. შევპირდით და ვესაუბრეთ საზოგადოებას იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება ცალსახა და პოზიტიურია. ის, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა ზოგიერთი პოლიტიკოსის, ჩვენი გუნდელების. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით, ჩვენივე სახელმწიფოს ვუყენებთ. ამაზე პასუხისმგებლები ვიქნებით ისევ ჩვენ, ხელისუფლება. როგორც არ უნდა არ მომწონდეს ჩვენი ოპოზიცია, ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა მთლიანად ჩვენ გვაკისრია“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
(NS)
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)