|
2019-11-09 11:24:36, 1652 ნახვა
რეგიონი
ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გამოფენა-კონცერტი - „ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“ გაიმართა
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოფენა-კონცერტი - „ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“ გაიმართა. ღონისძიებაზე, გასული საუკუნის 30-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანას ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გააცოცხლეს, წარმოდგენილი იყო ხეობისთვის დამახასიათებელი ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები. კონცერტის დაწყებამდე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას ხეობაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმა გააცნო, რომელიც ტერიტორიის განვითარების დეტალურ კონცეფციასა და ტერიტორიის სივრცითი განვითარების გენერალურ გეგმას მოიცავს. განვითარების გეგმაში ასახულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს. ღონისძიების სტუმრებმა, მუსიკალური ცენტრის ფოიეში, ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები, ეთნოგრაფიული მასალები, მკვლევართა ჩანაწერები და არქეოლოგიური არტეფაქტების გამოფენა დაათვალიერეს. საღამო „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები: საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია და კულტურის ცენტრი, აჭარის მუზეუმი, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. მხარდამჭერები: აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, თსკ-ის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო , TV25. 2017 წლიდან გალობის უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით ხორციელდება სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს რეგიონებში არსებულ ანსამბლებთან ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების აღდგენაზე იმუშაონ. პროექტის ეს ფორმატი საარქივო ჩანაწერებიდან რეგიონებში ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების დაბრუნებას ითვალისწინებს. ანსამბლ „ჭვანასთან“ (ხელმძღვანელი ტარიელ ბოლქვაძე) მუშაობდნენ: ნათია აზარაშვილი, ნინო რეხვიაშვილი, ილია ხვიჩია და გიორგი ჯოლბორდი. კონცერტი ამ ფორმატით პირველად მიმდინარე წლის 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა. პროექტის მეორე ეტაპზე ანსამბლის კონსულტანტი ფონდ „ქართული გალობის“ წარმომადგენელი ზემო აჭარაში, ლოტბარი გურამ გუნთაძეა, პროექტის ხელმძღვანელია ნინო რაზმაძე.
(NS)
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)