|
2015-07-20 14:20:53, 918 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში სექტემბრიდან С ჰეპატიტის ახალი სამკურნალო მედიკამენტი „ჰარვონი“ შემოვა
საქართველოში სექტემბრიდან С ჰეპატიტის ახალი სამკურნალო მედიკამენტი „ჰარვონი“ შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტი „სოფუსბუვირზე“ ბევრად უფრო ეფექტურია. „საზოგადოებაში იყო კითხვები, რომ რატომ დავიწყეთ მკურნალობა „სოფუსბუვირით“, თუ „ჰარვონი“ უფრო ეფექტურია. შარშან მეც მიჭირდა ამ პროექტის მასშტაბების წარმოდგენა, თუ რამხელა შესაძლებლობები იქნებოდა, ამას ბევრი რესურსი დასჭირდა. თუმცა „ჰარვონის“ რეგისტრაციასა და შემოტანასაც გარკვეული დროითი რესურსი სჭირდებოდა. ვფიქრობ, ძალიან მალე მივახმართ ბევრად უფრო ეფექტურ მედიკამენტს ჩვენს პატიენტებს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე ინფორმაციით, С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლეში 7 ათასზე მეტი პაციენტი დარეგისტრირდა, მკურნალობა კი 1700-მა დაიწყო.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)