11:02 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 10:45:08, 1030 ნახვა

რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ თამბაქოს კანონის აღსრულების მონიტორინგი განხორციელდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ თამბაქოს კანონის აღსრულების მონიტორინგი განხორციელდა.

მონიტორინგის პროცესში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ჩართო და ბათუმის რამდენიმე კაფე-რესტორანი მოინახულეს.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში შედგა შეხვედრა სამასპინძლო დაწესებულებების მენეჯერებთან, რომელსაც სინფორმაციო ხასიათი ჰქონდა. ისაუბრეს თუ რამდენად სრულფასოვნად სრულდება თამბაქოს კონტროლის კანონი, არის თუ არა თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული თამბაქოს ამკრძალავი ნიშნები, გაესაუბრნენ მომსახურე პერსონალს და სტუმრებს თუ როგორია ზამთრის სეზონზე გადასვლის შემდეგ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების შედეგები, ამ პროცესს რაიმე სირთულეები მოჰყვა თუ არა, ან როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ზამთრის პერიოდში.

აღნიშნული ჯგუფის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მიზნით

საინფორმაციო-სარეკომენდაციო სახის ვიზიტები საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა დაწესებულებაში, ამიტომაც ზამთრის პერიოდში, მონიტორინგის პროცესი გაძლიერდება როგორც სამასპინძლო ბიზნესის კუთვნილ შენობებში, ასევე ყველა დახურულ სივრცეში, სადაც კანონით მოწევა დაუშვებელია.

მონიტორინგის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ზაფხულის სეზონზე კაფე-ბარებსა და რესტორნებში თამბაქოს კონტროლის კანონი ფაქტობრივად 100 % - ით სრულდებოდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics