13:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-31 15:48:27, 2047 ნახვა

კომენტარი
მეუფე საბა: მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება არის დაუსაბუთებელი ბრალდება

„მე ვიყავი პირველი მათგანი, რომელიც ვაპირებდი მეთხოვა, რომ მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან გადაჭრა ყველა ეს გზა“, - ასე გამოეხმაურა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა ინწკირველი, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებას.

მან მეუფეს სკანდალურ განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დაუსაბუთებელი ბრალდება და ცილისწამებაა.

„მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება არის დაუსაბუთებელი ბრალდება. მან უნდა დაასაბუთოს ეს. ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როდესაც არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება. როდესაც წმინდა სინოდზე ხდებოდა მეუფე პეტრეს საკითხის განხილვა, ვცდილობდით, რომ მას გამოეთქვა სინანული, რადგანაც მღვდელმთავარმა, თუკი ეკლესიაში პრობლემებია, ამ პრობლემებზე უნდა ისაუბროს სინოდზე და არა საჯაროდ. მან დაარღვია ეს კანონიკური კუთხე. ჩვენგან იყო მოთხოვნა, რომ მას შენდობ ეთხოვა, მე ვიყავი პირველი მათგანი, რომელიც ვაპირებდი მეთხოვა, რომ მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან გადაგვიჭრა ყველა გზა“, - განაცხადა მეუფე საბამ.

 

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics