13:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 14:12:18, 1367 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი კოფის ინიციატივაზე: ეს არაოფიციალური პირის განცხადებაა - ოფიციალური შემოთავაზება არ გვქონია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ამერიკელი მკვლევარის ლუკ კოფის ინიციატივა არაოფიციალური პირისგან მომდინარეობს და მასზე საუბარი ოფიციალურ წრეებში არ ყოფილა. 

„ლუკ კოფი ექსპერტია, მისი ინიციატივა კი არაოფიციალური პირის განცხადებაა. ამ საკითხზე ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა, შესაბამისად, მის მოსაზრებაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება უხერხული იქნებოდა. ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებს შეუძლიათ საკუთარი აზრები გამოთქვან, მაგრამ არაოფიციალურ წინადადებაზე ხელისუფლების წარმომადგენლის გამოხმაურება არასწორი იქნებოდა“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების ახალქალაქში განთავსების ინიციატივით გამოდის





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics