|
2015-07-17 15:13:07, 849 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: დაგეგმილი ცვლილებებით ბიუჯეტის კორექტირება ხდება და არა სეკვესტრი
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით ხდება კორექტირება და არა სეკვესტრი. ამის შესახებ კაკაურიძემ საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განხილვისას საპარლამენტო უმცირესობის შეფასების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით სეკვესტრი ხორციელდება. "წარმოდგენილი ცვლილებებით ბიუჯეტის არც შემოსულობების ნაწილი მცირდება და არც ხარჯვითი ნაწილი. არაერთხელ იყო ნახსენები – სეკვესტრი. სეკვესტრი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის ფული იმის დასაფინანსებლად, რაც გვაქვს. ჩვენ შევამცირეთ ხარჯები იქიდან გამომდინარე, რომ ნაკლები ყოფილიყო ხარჯვითი ნაწილი და ბიუჯეტის დეფიციტი ყოფილიყო უფრო ნაკლები, თუმცა დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობაც არის. სწორედ ამიტომ ჯამში ბიუჯეტის მოცულობა არ იცვლება. თუ ჩვენ ერთ სამინისტროსთვის თანხის შემცირებას და მეორე სამინისტროში გადატანას სეკვეტრს დავარქმევთ, შეგვიძლია ვნახოთ ბოლო მინიმუმ 5-6 წლის განმავლობაში რა ცვლილებები განხორციელდა ბიუჯეტში – ყველგან რომელიმე სამინისტროსთვის თანხის შემცირება და სხვა სამინისტროსთვის გადანაწილება ხდებოდა. ამიტომ თუ ჯამური პარამეტრები არ მცირდება, გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ვიდრე იყო დაგეგმილი, ამას სეკვეტრს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ამას ბიუჯეტის კორექტირება ეწოდება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)