12:35 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 12:42:11, 4641 ნახვა

რეგიონი
19 და 20 ოქტომბერს დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარატმენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ133 მონაკვეთზე მდებარე „დევდორაკის“ საავტომობილო გვირაბში, 2019 წლის 19 და 20 ოქტომბერს, 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შპს „ფერის“ მიერ დაგეგმილია გვირაბის კუთვნილებისა და მოწყობილობების მიმდინარე ინსპექტირება, რის გამოც, აღნიშნულ პერიოდში გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება „დევდორაკის“ საავტომობილი გვირაბის შემოვლით გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics