14:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 16:32:59, 1112 ნახვა

კომენტარი
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი: მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველო მიმართავს განათლების რეფორმის მიმართულებით

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური  შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოთქვეს იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის კიდევ უფრო გააქტიურდება.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. მასთან ერთად, ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკის შესახებ, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება.  მე აღვნიშნე, რომ საქართველოს ძალისხმევა, გახადოს ბიზნესის კეთება უფრო მარტივი, პოზიტიურად აისახა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგშიც" და დღეს, თქვენი ქვეყანა მეექვსე ადგილზეა. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის განვითარების, კერო სექტორის ხელშეწყობის კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის დიდი ძალისხმევა, რომელსაც საქართველო მიმართავს განათლების რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ კარგ პერსპექტივას და მზად ვართ მხარდაჭერისთვის", - განაცხადა  კოენ დევიდსმა.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია და  100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics