14:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 13:41:04, 1494 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: მოლოდინი, რომ ბოკერიას მოუწევს ვინმესთან დაკავშირებით ამინისტიის გადაწყვეტილების მიღება, ნამდვილად არ მაქვს

"იმის მოლოდინი, რომ ბოკერიას ოდესმე მოუწევს ვინმესთან დაკავშირებით ამინისტიის გადაწყვეტილების მიღება, ნამდვილად არ მაქვს" - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალიტებს განუცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, „ევროპული საქართველო“ აცნობიერებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური პოლიტიკის განხორცილება მათთვის ელექტორალურად წამგებიანია. 

„როგორც ვხვდები, „ევროპული საქართველო“ აცნობიერებს და ხვდება იმას, რომ იმ რადიკალური პოლიტიკის გაგრძელება და იგივე ხაზზე დაჯდომა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს, მათთვის ელექტორალურად არის წამგებიანი. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი ამომრჩეველი გამოკვეთონ და ეს ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისგან იყოს განსხვავებული. ჩემი აზრით, ეს არის მათი გარკვეული ტაქტიკური ნაბიჯი, თუმცა, იმის მოლოდინი, რომ ბოკერიას ოდესმე მოუწევს ვინმესთან დაკავშირებით ამინისტიის გადაწყვეტილების მიღება, არ მაქვს ნამდვილად, იმიტომ, რომ მე ვერ წარმომიდგენია ის ხელისუფლებაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics