14:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 18:13:10, 2988 ნახვა

კომენტარი
კალაძე ილია ჯიშკარიანზე - წარმოუდგენელია ასეთი რაღაც ჩაედინა, წლებია ვიცნობ და ვიცი, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს

„თუ დადასტურდა, რომ დანაშაული ჩაიდინა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელსაც თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც მერმა აღნიშნა, ბრალდება საკმაოდ მძიმეა და შესაბამის გამოძიებას საჭიროებს.

„წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა. ამ ადამიანს ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს, შესაბამისად, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს, ამას სჭირდება მტკიცებულებები და სჭირდება გამოძიება. შეიძლება ეს იყოს ტყუილი, შეიძლება იყოს მართალი, ამიტომ საჭიროებს გამოძიებას. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა საკრებულოს წევრია თუ თანამდებობის პირია, თუ კანონის წინაშე აქვს ჩადენილი დანაშაული, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics