17:17 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 10:52:20, 1231 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი „კლუბი სინერგია“ გაიხსნა

ბათუმში, ზ. გორგილაძის ქ. N12-ში, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი „კლუბი სინერგია“ გაიხსნა. ცენტრის მიზანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია.

ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც უფასო მომსახურებას გაუწევენ 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახების წევრებს.

ცენტრის პრეზენტაცის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი და ქალაქ ბათუმის მერიის მოადგილე, ლელა სურმანიძე დაესწრნენ. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ბათუმში ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის“ ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით ფუნქციონირებს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics