|
2019-09-20 17:25:49, 3089 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი“ - ამ თემაზე ბათუმში სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. 150-მდე უცხოელი და ქართველი დელეგატი ბელგიიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან სოფლის ტურიზმის მიმართულებით თავიანთ გამოცდილებასა და წარმატებულ ტურისტულ მაგალითებზე საუბრობენ. მათ შორის გრანტების როლზე, სტუმართმასპინძლობაზე, გასტრონომიაზე, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციაზე, კერძო სექტორისა და მედიის როლზე სოფლის ტურიზმის განვითარებაში. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ, რომელმაც რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით რეგიონის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია, განვითარება და სერვისების გაუმჯობესება. ამ მიმართულებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპზე მოგზაურებს მთიან აჭარაში 15 საინტერესო, მარკირებულ ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ მოგზაურობა, სადაც ტურისტული სერვისების მიღება ჩვენს სატრენინგო პროგრამაში ჩართულ საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და ტურისტულ ობიექტებში შეუძლიათ. ბოლო წლებში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩვენ 3000-მდე ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული პირის გადამზადება შევძელით, როგორც მთიან აჭარაში, ისე ბათუმსა და ქობულეთში. სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით ჩვენ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ რეგიონში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. კონფერენციის უცხოელ და ქართველ მონაწილეებს მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ გააცნო, რომელმაც სტუმრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სოფლის ტურისტულ პოტენციალზე მომზადებული ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი წარუდგინა. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ორდღიანია. ის ხვალ, ფრინველებზე დაკვირვების ტურისტულ მარშრუტზე მონაწილეების მოგზაურობით დასრულდება. კონფერენცია რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)