|
2019-09-18 11:59:06, 2293 ნახვა
რეგიონი
მიხეილ დუნდუა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალური საკითხების მოგვარების მიზნით, გრძელდება ღია შეხვედრები მოსახლეობასთან. აღნიშნულ ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, შალვა კერესელიძესთან ერთად - წეროვანში, ჩარდახსა და გოროვანში არსებულ ვითარებას გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან, მათთვის აქტუალური საკითხები მოისმინეს. ძირითად საჭიროებებად წყალმომარაგების გაუმჯობესება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა. ასევე, ერთობლივად იმსჯელეს 2020 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მხრიდან, სოფლებში უკვე შესრულებული სამუშაოების შედეგები, დადებითად შეფასდა. „გვქონდა კარგი შეხვედრა მოსახლეობასთან. სოფლებში არსებული პრობლემები ძირითადად უკავშირდება წყალმომარაგების საკითხს. ამ თემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გვექნება მსჯელობა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტში, იმისათვის, რომ ისინი თანდათანობით მოგვარდეს, მოწესრიგდეს და ცხოვრება იყოს უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე დღეს არის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, შალვა კერესელიძის განცხადებით, პრობლემათაგან გამოიკვეთა 3 ძირითადი მიმართულება: საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია და გარე განათებები. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის ფორმირების დროს, ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად, შესაძლებლობების ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის ინტერესები და თხოვნები. გოროვანში და ჩარდახში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების მოასფალტება. უახლოეს დღეებში დასრულდება ჩარდახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სკოლაში სველი წერტილები მოეწყო და სხვა აუცილებელი სამუშაოები შესრულდა. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო წეროვანში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ დარბაზს ჩარდახში და მინი სტადიონს გოროვანში. ასევე, დაგეგმილია სტადიონის მოწყობა წეროვანში. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მიზნად ისახავს 2020 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
(NS)
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)