21:32 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 16:42:50, 2172 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ კოლეჯზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

შუახევში, სსიპ კოლეჯი ,,ბლექსი“ გაიხსნება. კოლეჯი, დაბის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 პროექტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

 შუახევის მერმა შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით უკმაყოფილება და შენიშვნები გამოთქვა. მისივე დავალებით შემსრულებელ კომპანიას გაფრთხილების წერილი გაეგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხევაში კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე შესაბამისი სანქციები გატარდება.

პროექტი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი ოთახების მოწყობას, შიდა კოსმეტიკურ რემონტს, სველი წერტილებისა და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 168 000 ლარია გამოყოფილი.

 სამუშაოებს შპს ,, ემემტე“ აწარმოებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დაასრულდეს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

კოლეჯის გახსნის შემდეგ მსურველები შეძლებენ, ტურიზმის, აგრარული, სამშენებლო და სხვა მიმართულებით პროფესიულ სწავლებას და გადამზადებას. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერთიფიკატები.


 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics