|
2019-09-13 12:52:42, 3775 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი: ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა 15 ოქტომბერს ბანკებთან შეთანხმებები უნდა წარმოადგინოს
15 ოქტომბერია ის ვადა, როდესაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა უნდა წარადგინოს ბანკებთან შეთანხმებები თანხის გამოყოფის თაობაზე და ასევე, საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილზე, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით კონსორციუმთან თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. “კონსორციუმთან ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა სამუშაო დონეზე - ყოველკვირეული, ყოველდღიური ხანდახან, შესაბამისი თანამშრომლების მიერ. მე პირადად, მქონდა შეხვედრა გუშინწინ და ეს არის სამუშაო პროცესი, სადაც ჩართულები ვართ. მათ შორის, არის ის საკითხები, რომელიც ხელშეკრულებითააა განსაზღვრული, მაგალითად, იცით რომ სამშენებლო კონტრაქტორი არ ჰყავს შერჩეული კონსორციუმს და, შესაბამისად, ხდება ამ კონტრაქტორის ჩვენთან შეთანხმება. ჩვენ კვლავ ვმუშაობთ ბანკებთანაც და კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების ცვლილებების ფორმულირებებზე, პრინციპული შეთანხმებების შესაბამისად, რომელიც ბანკებთან იქნა მიღწეული და იმის ასახვაზე საინვესტიციო ხელშეკრულებაში. ამასთან, ჩვენ გვქონდა საშუალება რამდენიმე პოტენციურ ინვესტორთანაც გვქონოდა შეხვედრა, რა თქმა უნდა, კონსორციუმთან ერთად და გვქონდა საშუალება, ერთად განგვეხილა პროექტთან დაკავშირებული საკითხები. მოგეხსენებათ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს აქვს ხელშეკრულებით დადგენილი ვადები, ერთ-ერთი უახლოესი ვადა არის 15 ოქტომბერი, როდესაც კონსორციუმმა უნდა წარმოგვიდგინოს წინასწარი შეთანხმებები, ანუ, პრაქტიკულად, უკვე საბოლოო შეთანხმება ბანკებსა და კონსორციუმს შორის, რომელსაც დასჭირდება მხოლოდ ამ ბანკების სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობა. 15 ოქტომბერს მათ უნდა წარმოადგინონ როგორც ბანკებთან შეთანხმებები თანხის გამოყოფის თაობაზე, ასევე საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილზე. სწორედ ამ საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილზე კონსორციუმი აგრძელებს მუშაობას და ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორთან ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც კონსორციუმმა გვთხოვა, რომ ჩვენ მივაწოდოთ ინფორმაცია შესაძლო ინვესტორს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით კონტი ჯგუფის ჩანაცვლებას და კონსორციუმისგან იმ საერთო საფინანსო ჩარჩოს, რომელიც მათ ექნებათ ამ ნაწილში”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ჟურნალისტების კითხვაზე, დაკმაყოფილდება თუ არა კონსორციუმის მოთხოვნა, რომ ის რაღაც პერიოდის განმავლობაში იყოს ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში, ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ამაზე კონსორციუმს უარი ეთქვა და საკომპენსაციოდ, 100 მილიონი ლარის თანამონაწილეობის შეთავაზება მოხდა. “ამაზე ოფიციალური პოზიცია ჩვენ ჯერ არ დაგვიფიქსირებია, თუმცა კონსორციუმმაც იცის ჩვენი პოზიცია, ეს თემა იყო უკვე დაყენებული თვითონ კონსორციუმის მიერ ტენდერში გამარჯვების შემდეგ. მაშინ, ამ პოზიციაზე და ამ თხოვნაზე სახელმწიფომ თქვა უარი, შესაბამისი იურიდიული ჩარჩოდან გამომდინარე, საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმებული ინვესტიციების დაცვის სფეროში არსებული ხელსეკრულებებიდან გამომდინარე და, საერთოდ, ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე. მაშინ, ამის სანაცვლოდ კონსორციუმს შეეთავაზა 100 მილიონი დოლარის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან, ეს იყო პოზიცია”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)