|
2019-09-13 12:52:41, 1754 ნახვა
რეგიონი
ჰარცელი ჩორჩანაში შექმნილ ვითარებაზე: ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის არასასურველი შედეგები მოაქვს
"ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჩორჩანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირის ინფორმირება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დონეზე ხდება. "ძალიან შეწუხებული ვარ მე პირადად და ევროკავშირის ყველა სტრუქტურა. ეს ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. ცხადია, ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს მუდმივი კავშირი. ვგულისხმობ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დონეზე ხდება ევროკავშირის ინფორმირება იმისთვის, რომ სიტუაცია სტაბილური იყოს და არ მოხდეს გაუარესება", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)