|
2019-09-13 12:53:50, 1334 ნახვა
რეგიონი
ერგნეთში მეოთხე ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს
ჩორჩანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერგნეთში დღეს ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩორჩანასა და წნელისის მიმდებარედ, დე ფაქტო "სამხრეთ ოსეთის" მიერ განთავსებული საგუშაგო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული. „დღევანდელი ტექნიკური შეხვედრის თემა გახლავთ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესები, რაც შეეხება ცენტრალური ხელისუფლების პოზიციას, არის ურყევი და არ შეცვლილა. სტანდერტული საპოლიციო საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში. რაც შეეხება, ჩორჩანასა და წნელისს შორის განვითარებულ პროცესებს, ეს არის აბსოლუტურად უკანონო, დამაზიანებელი ქმედება და ჩვენი პოზიციაა დაუყონებლივ შეწყდეს ეს ქმედება და დაუყონებლივ დატოვონ ეს ტერიტორია“, - განაცხადა სუს-ის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)