|
2019-09-10 17:39:25, 2529 ნახვა
კომენტარი
ლომია კვიციანზე - მისდევდნენ და უსტვენდნენ, შეიძლება ადამიანს ყური დაუზიანდეს
„როდესაც დეპუტატს მისდევენ, თანაც ყურში უსტვენენ, ჯერ ერთი ეს არის ფიზიკური დაზიანება, შეიძლება მას დაუზიანდეს ყური“, - ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი გია ლომია 8 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს, როდესაც მის თანაპარტიელ ემზარ კვიციანსა პარლამენტთან შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც ლომიამ აღნიშნა, კანონში სასწრაფოდ უნდა მოხდეს ცვლილების შეტანა, რათა შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება ერთმანეთისგან გაიმიჯნოს. „ის რა ინციდენტიც მოხდა ემზარ კვიციანთან დაკავშირებით, ყველამ კარგად ვიხილეთ ტელევიზიით. სასწრაფოდ არის კანონში ცვლილება შესატანი და უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება. არ უნდა გვეშინოდეს. თუ ვინმე ზეწოლას ახდენს თქვენზე, რომ სიტყვის თავისუფლება გინება ყოფილა, უნდა ავუხსნათ, რომ გინება არის შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება არის კონსტრუქციული კრიტიკის, აზრის გამოხატვა. როდესაც დეპუტატს მისდევენ, თანაც ყურში უსტვენენ, ჯერ ერთი ეს არის ფიზიკური დაზიანება, შეიძლება მას დაუზიანდეს ყური. არ არის პატარა ბავშვი ემზარ კვიციანი. მეორე- როდესაც გოგო აგინებს და პოლიციას რატომღაც მარტო ემზარ კვიციანი მიჰყავს და ის გოგო არ აარიდა იქაურობას, არც იმ „ვაშკაც ბიჭებს“ პოლიცია არ არიდებს, ამას არ ჰქვია დემოკრატია, ამას არ ჰქვია აზრის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, ამას ჰქვია შეურაცხყოფის ხელშეწყობა, სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან“, - განაცხადა გია ლომიამ. შეგახსენებთ, 8 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტიდან გამოსულ „პატრიოტა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს. აღნიშნულმა კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია. მან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)