|
2015-07-10 18:35:40, 1119 ნახვა
სამხედრო
სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო დაჭრილი ჯარისკაცების პროგრამაში ერთვება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო დაჭრილი ჯარისკაცების პროგრამაში კიბერუსაფრთხოების კუთხით ერთვება. დღეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ ISAF-ის მისიის დროს დაჭრილი სამხედროები ბიუროში მიიღო. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი სამედიცინო საკითხებში, ქალბატონი შერი მიშელი დაესწრო. შეხვედრაზე დაჭრილ სამხედროებს ბიუროს საქმიანობა, მიზნები და ამოცანები გააცნეს, ასევე წარუდგინეს პრეზენტაცია ქსელური მოწყობილობების უსაფრთხოდ მოხმარების შესახებ. სტუმრებისათვის ბიუროს ტექნოლოგიების ციკლის ვიზუალიზაცია განხორციელდა. სამხედროები პრაქტიკული რჩევების და თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების საკითხით დაინტერესდნენ. პროექტი საწყის ეტაპზე დაჭრილი სამხედროების შერჩევასა და კიბერუსაფრთხოების საბაზისო კურსის სწავლებას, შემდეგ კი ბიუროში დასაქმებას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)