|
2019-08-30 13:39:40, 1273 ნახვა
რეგიონი
ე.წ. საგარეო: საგუშაგოს მშენებლობა მორიგი პროვოკაციაა, რომელმაც შესაძლოა, შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვიოს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის სიმყარის შემოწმების მორიგ მცდელობად“ აფასებს. ე.წ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სურს ქართულ-ოსური ურთიერთობების დესტაბილიზაცია მოხდეს. მათივე შეფასებით, "ქართული მხარის მიერ საგუშაგოს მშენებლობა მორიგი პროვოკაციაა, რომელმაც შესაძლოა შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვიოს". „გამაგრებული ობიექტიდან ქართული შეიარაღებული დანაყოფის გაყვანა და უკანონო მშენებლობის შეწყვეტა დაძაბულობის შემცირებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის კონსტრუქციული მუშაობის განახლების საშუალებას შექმნიდა. საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, უარი თქვას ქართულ-ოსური დაპირისპირების განახლების პირობების შექმნის მცდელობებზე და ამით ახალი შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირებაზე, რაც რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების არსებულ კონსტრუქციას სრულად დაანგრევს. ჩვენთვის მიუღებელია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების, ევროკავშირისა და ეუთო-ს გაურკვეველი პოზიცია შექმნილ საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით. კვლავ მივმართავთ ამ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოთხოვნით, მიმართონ მთელი ძალისხმევა იმისკენ, რომ საქართველოს ეს პროვოკაცია სამხრეთ ოსეთის მიმართ დაუყოვნებლივ შეწყდეს, ქართულ მხარეს კი მოუწოდონ ისეთი ქმედებებისკენ, რომელიც მზარდი კრიზისიდან კონსტრუქციული გამოსვლის საშუალებას მოგვცემს“, - ნათქვამია განცხადებაში. დე-ფაქტო უწყებამ, მანამდე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ქართული მხარის ქმედებამ შესაძლოა, არა მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე, არამედ მთლიანად რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. "საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის მიმართ პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმის გამო, რომელსაც თან ახლავს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ყოფნის გაზრდა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე, ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ ოსეთი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ყველა შეიარაღებული ფორმირების დაუყოვნებლივ გაყვანას და უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაციის განზრახ გამწვავების გამო ყველა შესაძლო შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას და მის დასავლელ კურატორებს დაეკისრებათ", - აღნიშნულია განცხადებაში.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)