|
2015-07-10 16:19:02, 531 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი: ჩვენი მიზანია, მომავალ წელს, ჩვენმა მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლა შეძლონ
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ევროკავშირის საზღვრები გაიხსნას და საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ შეძლონ ჩასვლა. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს ანტიკორუფციული საბჭოს მე-13 სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სადაც ვიზალიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულებებისა და ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესს განიხილავენ. „დღეს მოვისმენთ რა გაკეთდება წლის ბოლომდე. დღეს გვაქვს მხოლოდ ექვსი თვის ანგარიშის მოსმენა. ექვსი თვის ანგარიშისთვის ნახევარზე მეტი შესრულებულია. შესრულებული საქმიანობაა, რაც სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ დავალებული, რომ ანტიკორუფციული ბრძოლა იყოს არა მხოლოდ რეპრესია, არამედ პრევენცია საჯარო სამსახურებში“,-განაცხადა წულუკიანმა. ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, რომ სისხლისსამართლის სფეროში, ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა ანტიკორუფციულმა ჯგუფმა „გრეკომ“, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ორგანოა, საქართველოს ამ მიმართულებით ხუთივე ვალდებულება შესრულებულად ჩაუთვალა. „გარდა ამისა კორუფციასთან ბრძოლა არის ვიზა ლიბერალიზაციის გეგმის ნაწილი და იმ ანგარიშში, რომელიც დღეს წარმოდგენილია ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო უწყებებს აქვთ წარმატება. დეკემბრამდე ყველამ ვიცით, რომ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის ბრძოლა, რასაც ევროკავშირის საზღვრების გახსნა და უვიზო რეჟიმის დამყარება ჰქვია. იმისათვის, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ, თუნდაც ტურიზმის მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)