15:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 13:04:48, 2091 ნახვა

კომენტარი
ზვიადაძე: ჩორჩანაში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგოს მოწყობა ჩვენი უფლებაა და ამაზე პროტესტი მიუღებელია

"ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგუშაგოს მოწყობა, რაც ჩვენი უფლებაა", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ ქართული მხარის მიერ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საგუშაგოს მშენებლობასთან დაკავშირებით ოსური მხარის პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა.

ზვიადაძის განმარტებით, საგუშაგოს მშენებლობა განპირობებულია იმით, რომ ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა მოხდეს. 

"ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგუშაგოს მოწყობა, რაც ჩვენი უფლებაა. ამაზე პროტესტი ჩვენთვის მიუღებელია, რადგანაც ეს არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. გვაქვს სრული უფლებები ვაწარმოოთ ის სამუშაოები, რაც ცენტრალური ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ", - განაცხადა ზვიადაძემ. 

ცნობისთვის, ერგნეთის ინციდენტების პრევეციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრაუკვე 1 საათია მიმდინარეობს.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics