15:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 14:39:26, 2194 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე: არ გვეშინია, ვიღებთ ამ გამოწვევას და ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა შეიცვალოს

"ვაპირებთ, გავაგრძელოთ უფრო აქტიურად ბრძოლა, რომ შეიცვალოს ქვეყანაში რეალობა, რომელიც დღეს არსებობს", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

ჯაფარიძის თქმით, აუცილებელია, რომ "თიბისი ბანკის" გარშემო გნვითარებული მოვლენების მიმართ ინტერესი საქართველოს მეგობარი ქვეყნების საელჩოებმა გამოთქვან. 

„ძალიან პრინციპულია, არ შევხედოთ ამას, როგორც ერთ-ერთ რუტინულ საქმეს, არამედ შევხედოთ, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს, რათა არ დავუშვათ პროკურატურის, სასამართლოს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყენება პოლიტიკურად არასასურველი ადამიანების დევნის ინსტრუმენტად და რათა გამოვრიცხოთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ამიტომ, აუცილებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნები იყვნენ ჩართული ამ საქმეში ძალიან აქტიურად და ვაპირებთ, გადავდგათ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი, რომელიც საჭიროა ჩვენი მხრიდან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ უფრო აქტიურად ბრძოლა, რომ შეიცვალოს ქვეყანაში ეს რეალობა, რომელიც დღეს აქ არსებობს, რეალობა, რომელიც ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და კლავს ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics