16:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 12:22:52, 2187 ნახვა

მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ამაზონის ტყის ხანძრების საწინააღმდეგო ზომებზე შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს

„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეები ამაზონს ტყეების ხანძართან დაკავშირებით საერთო შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, შეთანხმება ბრაზიილისთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესახებ თითქმის მიღწეულია. ამასთან, მაკრონის მტკიცებით, ლიდერები ასევე თანხმდებიან, რომ დაეხმარონ იმ ქვეყნებს, რომლებიც ხანძრებმა მნიშვნელოვნად დააზარალა.

"ჩვენი წარმომადგენლები მუდმივ კავშირზე არიან დაზარალებულ ქვეყნებთან, რათა უახლოეს მომავალში ტექნიკური რესურსების და დაფინანსების საკითხზე ძალიან კონკრეტულ შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განაცხადა მაკრონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მტკიცებით, მისი ქვეყანა ამაზონის ტყის ხანძრების გამო, 10 მილიონ გირვანქას გამოყოფს. 

ცნობისთვის, G7-ის სამიტის ფარგლებში ერთმანეთს აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბრიტანეთის, კანადისა იაპონიის ლიდერები საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში ხვდებიან.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics