15:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 11:32:01, 1767 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო, აფხაზურ და ოსურ იდენტობას მძიმე საფრთხე ემუქრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო, აფხაზურ და ოსურ იდენტობას მძიმე საფრთხე ემუქრება. 

პრეზიდენტის შეფასებით, აფხაზი და ოსი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ვითარება მძიმეა. 

"დღეს, რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო, აფხაზურ და ოსურ კულტურას, ენას, ზოგადად იდენტობას კიდევ უფრო მძიმე საფრთხე ემუქრება - გაქრობის წინაშეა. ჩვენი ერთობლივი ისტორია კი სწორედ იმის დასტურია, რომ ქართველთა გარეშე აფხაზთა და ოსთა ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენა ვერ მოხდება. ასევე მძიმეა ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ვითარება. დღესაც, მიუხედავად ოკუპაციით შექმნილი პრობლემებისა, ჩვენი ხელისუფლება შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ გადაჭრას მათი ჰუმანიტარული, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ბიზნეს-ინტერესების პრობლემები. აფხაზებთან და ოსებთან ჩვენი საერთო ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მძიმე პერიოდები ყოფილა, მაგრამ უფრო მეტია სიყვარული, მეგობრობა, ნათესაობა და ურთიერთპატივისცემა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics