00:25 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 18:20:29, 1153 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაცია ყირიმის ოკუპაციის ტოლფასია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულების" რუსეთის ფედერაციის დუმის მიერ რატიფიკაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაცია ყირიმის ოკუპაციის ტოლფასია.

„მოსკოვში რუსეთის ფედერაციის დუმამ რატიფიკაცია გაუკეთა 2014 წლის 24 ნოემბერს სოჭში მოსკოვსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელმოწერილ ე.წ. „ხელშეკრულებას".

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ყირიმის ოკუპაციის ტოლფასი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. „ხელშეკრულების" რატიფიკაციის გამო და აცხადებს, რომ კრემლის ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რითაც რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, და არ შეიძლება წარმოადგენდეს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, გაფორმდეს აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკასთან ე.წ. „ხელშეკრულება" საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, არ შეიძლება წარმოშობდეს რაიმე სამართლებრივ შედეგებს და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ფედერაციაზე. საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics