|
2019-08-07 11:51:17, 1228 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ამ დღეებში ცხინვალის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვა მარიონეტულ რეჟიმს წესად ექცა
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას გამოეხმაურა. ციხელაშვილი აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობა მიუღებელი და გაუმართლებელია. „ცხინვალის მიმართულებით გადაადგილების, ფაქტობრივად, სრული შეზღუდვა, ამ დღეების განმავლობაში, ერთგვარ წესად ექცა რეჟიმს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია და გაუმართლებელია, მოსახლეობისა და საზოგადოებისთვის ეს ნამდვილად არ არის პოზიტიური განვითარება. საქართველოს ტერიტორიები არის უკანონოდ ოკუპირებული და, რა თქმა უნდა, ეს მდგომაროება არის მთლიანად საერთაშორისო სამართლის ნორმების წინააღმდეგ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „სასაზღვრო გამშვები პუნქტი“ 9 აგვისტოდან, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)