16:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 12:35:14, 1136 ნახვა

კომენტარი
ხმალაძე: თუ საარჩევნო სუბიექტი კანონს დაარღვევს, პასუხისმგებლობა მედიას არ უნდა დაეკისროს

„თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა დაარღვია კანონი, ამაზე საარჩევნო სუბიექტმა უნდა აგოს პასუხი და არა მედიასაშუალებამ“, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში, მედიის კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში რეკლამის განთავსებისა და დებატების საკითხებზე იმსჯელებენ.

„აქაც არის პრობლემური თემები. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული, დაცულია თუ არა პროპორციულობა ანტირეკლამისა რეკლამასთან და ასე შემდეგ. აქ არის საკითხები, რომელიც არ არის მედიასაშუალების გადასაწყვეტი. მაგალითად, შეფასება იმისა, არის თუ არა გამოყენებული სიძულვილის ენა, დარღვეულია თუ არა კანონის ესა თუ ის ნორმა, ეს სასამართლოს შესაფასებელია. შესაბამისად, მედიას არ უნდა დაეკისროს ფაქტობრივად ცენზორის როლი და პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics