16:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 13:11:44, 943 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - მცირე პარტიები შედარებით მეტ დაფინანსებას მიიღებენ

"შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას",-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყების წინ, საზოგადოებას საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები  პარტიების დაფინანსების და მისი გამჭვირვალობის, უფასო საეთერო დროის განაწილების, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობისა და კონტროლის, პარტიების რეგისტრაციის და საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ წარუდგინა.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, შეხვედრას გაფართოებული ფორმატით მართავს. კონსულტაციების მესამე რაუნდში, ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და  საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics