17:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 13:51:41, 1432 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილი: რაც ხელისუფლებაში ხდება, ეს ნაძირლობაა - მორის მაჩალიკაშვილის დაკავებით მანამდეც მემუქრებოდნენ

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავებით მას კარვის გაშლამდე ემუქრებოდნენ. 

მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას მიზანმიმართულად ებრძვიან. 

"დღეს რაც საქართველოში ხდება, ამ ხელისუფლებაში, ეს არის სრულიად ამოუხსნელი რაღაც უმსგავსო ნაძირლობა. ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი ადამიანები დღეს ისინი ტყვედ აიყვანეს და გამოკეტეს ციხეში იმისთვის, რომ მათში სამართალსა და სიმართლეს ხედავენ. ისინი არანაირ გადატრიალებას არ ცდილობდნენ. არანაირი ორგანიზატორები არ იყვნენ და არც ყოფილან.
მორის მაჩალიკაშვილის დაკავებით უნდათ ჩამოაშორონ თავის ბიძას და რაღაცით მევაჭრონ, გამოკეტონ ციხეში. ვიდრე დაიჭერდნენ, როგორც კი გავშალე კარავი, იმ დღესვე დაურეკავთ ხეობაში ჰუსეინის ბიძისთვის, ჩემი ბიძაშვილისთვის, კარავი თუ გაიშლება, ჰუსეინ მაჩალიკაშვილს დავიჭერთო", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics