|
2019-07-27 10:31:51, 1211 ნახვა
რეგიონი
ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ახალი ცენტრი და შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“ გაიხსნა
ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ახალი ცენტრი და შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“ გაიხსნა. საზეიმო ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა გახსნეს. ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა, ხოლო თოკების ატრაქციის მოწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KFW) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) თანამშრომლობით განხორციელდა. „ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით და დაცული ტერიტორიების განვითარებით, ჩვენ რეგიონებში ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ვქმნით. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი პოლიტიკა საკონსერვაციო საქმიანობის გაუმჯობესებით და კერძო სექტორის დაინტერესებით, განახორციელოს საინვესტიციო პროექტები, ეკოტურიზმის და დაცული ტერიტორიების განვითარებისკენაა მიმართული. ალგეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა. უკვე დაგეგმილია დაშბაშის კანიონზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციის განხორციელება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პარკში თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას. რეგიონში ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო, მეორე მხრივ, უნიკალური ქართული ბუნების და ღირსშესანიშნაობების ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცნობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა ვიზიტორთა ახალი ცენტრი და თოკების პარკი დაათვალიერეს. ცენტრში მისულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და რეკომენდაციები, როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ. ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოწყობილი შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“, რომელიც ორ ზონად (საოჯახო და მოზარდებისთვის) არის დაყოფილი, და სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს. ღონისძიებას ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) თავჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი, KFW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი კლაუს ვიგელი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე ვალერიან მჭედლიძე ესწრებოდნენ.
(NS)
პაშინიანი - საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია
ალიევი - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის
საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
სამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)