|
2015-07-07 14:43:04, 691 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტზე იმსჯელეს
სასტუმრო „holiday Inn“-ში ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტზე იმსჯელეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ქუთაისში ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას, ნარჩენების გადაზიდვის სიტემის მოწყობასა და გადამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენებისთვის სორტირების საწარმოს მოწყობას ითვალსიწნებს. დაინტერესებულ მხარეთა საინიციატივო შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუექტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა სამინისტროს, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW), ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო აქტივობები განიხილეს. პროექტის საერთო ბიუჯეტი 26 მილიონ ევროს შეადგენს. მათ შორის 20 მილიონი ევრო - სესხი გერმანიის განვითარების ბანკისგან (KFW), სამეზობლო სინვესტიციო ფონდმა გრანტის სახით 2 მილიონი ევრო გამოყო, ხოლო ადგილობრივი კონტრიბუცია 4 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის განხორციელების სრული პერიოდი 4 წლით განისაზღვრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)