|
2019-07-23 12:45:46, 1052 ნახვა
კომენტარი
თადუმაძე: საბჭოთადროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სახელმწიფოს სირცხვილია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე ადმინისტრაციული კოდექსის შესახებ ისაუბრა. როგორც თადუმაძემ აღნიშნა, ძალიან ძნელია იმის გარკვევა, სად გადის ზღვარი სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას შორის, რადგან მისი თქმით, ეს ზღვარი თვითონ კოდექსის სისტემაში არ გვაქვს. „ზოგადად, ეს პრობლემური საკითხია. და ეს არის სახელმწიფოს „სირცხვილი“, რადგან ადმინისტრაციული კოდექსი დღემდე მოქმედი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც საბჭოთა საქართველოს მიერაა მიღებული. ჩვენ მას რეკონსტრუქციებს ვუტარებთ და დეკორაციებს ვუმატებთ, მაგრამ მაინც ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად გადის ეს ზღვარი, იმიტომ რომ ეს ზღვარი თვითონ კოდექსის სისტემაში არ გვაქვს. თუმცა კვალიფიციურ იურისტს მაინც შეუძლია ეს ზღვარი გაავლოს. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ვერ შევძელი დამერწმუნებინა პოლიტიკური შემადგენლობა, მიგვეღო ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ახლაც დევს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურში, რომელიც ჩემი იქ მუშაობისას მომზადდა. და ჩვენს საკანონმდებლო ბაზაში აღარ ყოფილიყო საბჭოთადროინდელი კანონპროექტი. იმ პროექტში ზღვარი საკმაოდ მკაფიო იყო. ნებისმიერი დანაშაული, რომელიც თავისი შემადგენლობითა და დაზიანებული სიკეთით მსგავსია სისხლის სამართლის, საჭირო იყო გადასულიყო სისხლის სამართლის კოდექსში და პირიქით, დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსშია დღეს და მასზე არ გამოიყენება მძიმე სასჯელები, პატიმრობები, გადმოსულიყო ადმინისტრაციულში და რაღაც ბალანსი შექმნილიყო. ეს სისტემა განსაკუთრებით პრობლემა გახდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. და ეს ზღვარი თითქმის წაშლილია. პრინციპში, ამ ზღვარის წაშლა-არწაშლის საკითხს საგამოძიებო ორგანოები წყვეტენ. თუმცა, ეს საკანონმდებლო ბაზა არ არის იმ დონის, რომელიც ისეთ ქვეყანას შეეფერება, როგორიც ჩვენ ვართ“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)