16:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-21 21:03:25, 6483 ნახვა

მსოფლიო
ეგზიტპოლი - უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ვლოდიმირ ზელენსკის პარტიამ 44.4% მხარაჭერა მოიპოვა - Live

უკრაინის პრეზიდენტის ვლოდიმერ ზელენსკის პარტიამ "სლუგა ნაროდა" (ხალხის მსახური) უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 44.4 % მხარდაჭერა მოიპოვა.

ამის შესახებ, ნაციონალური ეგზიტპოლზე დაყრდნობით, უკრაინული მედია იუწება.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მუშაობდა პარტიაში ამ მძიმე და ცხელ დღეებში, არჩევნების სრულყოფილად ჩატარებისთვის. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერისთვის" აღნიშნა კრაინის პრეზიდენტმა.

მეორე ადგილზე გავიდა პრო რუსული პარტია "ზა ჟიტია" რომელსაც პუტინის ნათესავი ხელმძღვანელობს. მან ხმათა 12. 5 % მიიღო.

მესამე ადგილზეა 8.5 % ყოფილი პრეზიდენტის პოროშენკოს პარტია "ევროპული არჩევანი"

ასევე პარლამეტში გავიდა იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინა" 7.7% და მომღერალის სტანისლავ ვაკარჩუკის პარტია "გოლოსი" 6.0 %

 არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის პარტია "ახალ ძალთა მოძრაობა" უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა. 

 

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics