2019-07-19 16:58:12, 2798 ნახვა
რეგიონი
მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტი: არჩევნებში მეორე ვადით ვიყრი კენჭს, რომ გავაგრძელო ის რაც დავიწყე
"უნდა გავაგრძელო ის, რაც დაწყებულია, ყოველ შემთხვევაში, ჩემ მიერ", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ე.წ. პრეზიდენტმა ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
„თუ მოინდომებ მღელვარება ცარიელ ადგილზეც შეიძლება შექმნა. არსებობს სირთულეები და პრობლემები, ამას არავინ უარყოფს. ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს. ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს არის, რომ მინიმუმადე დავიყვანოთ ასეთი პრობლემები“, - განაცხადა ხაჯიმბამ.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდება. რაულ ხაჯიბმა "არჩევნებში" მონწილეობას გეგმავს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან