|
2015-07-06 13:51:32, 641 ნახვა
საზოგადოება
შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პაციენტი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. „5-10 წუთის წინ ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. საოპერაციოში შეიყვანეს თუ არა, მალევე გარდაიცვალა. კრიტიკული მდგომარეობა იყო, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი, სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში. ცნობისთვის, თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში მდებარე შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)