|
2015-07-06 12:59:20, 745 ნახვა
სამართალი
სარფში მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს
საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, არადეკლარირებული საქონელი, 69,61 გრამი ოქროს ნაკეთობები, თურქეთის რესპუბლიკიდან შემომავალ საქართველოს მოქალაქე ა. რ.-ს აღმოაჩნდა. საქონლის ღირებულებამ 3440,82 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3440,82 ლარის ოდენობით. ამასთან, კანონდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, კონტროლის ზონაში. „თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ფ.ო., რომელსაც ფიზიკური დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა 8,32 გრამი კანაფის ფისი აღმოუჩინეს. ასევე კანაფის ფისი (0,07 გრამი) აღმოაჩნდა თურქეთის მოქალაქე ჰ.რ.-ს. ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს გადაეცა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)